Logo

გოსტომელში სულ მცირე 400 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა

უკრაინა
260
Frontnews image description

რუსეთის ოკუპაციის 35 დღის განმავლობაში კიევის რეგიონში, გოსტომელში სულ მცირე 400 ადამიანი უგზოუკვლოდ დაიკარგა. ამის შესახებ გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ტარას დუმენკომ განაცხადა. 

 

მისი თქმით, აქვთ დადასტურებული ცნობები მოქალაქეების მკვლელობის შესახებ, თუმცა ცხედრების მოძიება ვერ ხერხდება, რადგან რუსი ოკუპანტები კვალს შლიან.

 

“ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები მოკლეს. გვაქვს ამის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო ჩანაწერი, მაგრამ ვერ ვპოულობთ. როდესაც კავშირი იყო, თვითმხილველებმა შეძლეს, ეს ინფორმაცია მოეწოდებინათ”, – აცხადებს დუმენკო.

 

მისივე თქმით, “რუსები თავიანთი სისასტიკის კვალს წმენდენ”.

 

“გოსტომელის მიმართულებით, გზის გასწვრივ იყო ჩაცხრილული მანქანები, სადაც ცხედრები ესვენა, მათ შორის ბავშვები, მაგრამ ეს ცხედრები გაქრა”,- აცხადებს დუმენკო. 

თაგები:

ომი
Advertisement