
ავტორი
Front News საქართველო
წლები სერგი კაპანაძე გულმხურვალედ იდგა „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციიდან ევროკავშირს მგზნებარედ მოუწოდებს – ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის წინაპირობად სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა დააყენოს, – ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა GRASS-ის დამფუძნებლის სერგი კაპანაძის წერილს, რომელიც “ევროაქტივში“ გამოქვეყნდა.
მისი თქმით, ეს არის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ.
“სამწუხაროდ, “ნაცების” ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსანი სერგი კაპანაძე არასამთავრობო ორგანიზაციის ქოლგის ქვეშ აგრძელებს საქართველოსთან მიმართებაში მავნებლობას.მიხეილ სააკაშვილის ქმედებას “გირგვლიანის საქმეზე” გამაოგნებელი უწოდა ევროპის სასამართლომ – წლები სერგი კაპანაძე გულმხურვალედ იდგა ნაციონალური მოძრაობის რიგებში. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციიდან ევროკავშირს მგზნებარედ მოუწოდებს – ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსის წინაპირობად სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა დააყენოსო . ეს არის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ! …ანუ სააკაშვილის ხელისუფლების სისტემური დანაშაულებები ” პრობლემა” ყოფილა …ადამიანის უფლების ფეხქვეშ გათელვა, პატიმრების წამება, ბიზნესის რეკეტი და ა.შ… ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნის “არასამთავრობული” ავი სურვილები – ეს არის ბრძოლა კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ!!!“- წერს გრეტა წიწავა Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს