Logo

გრეტა წიწავა – ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და არავის გამოუვა, შინ და გარეთ, მორყევის მცდელობაც კი

პოლიტიკა
1032
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობასა და მილიონებს არ აკლებენ საქართველოს იმიჯი შელახონ, – წერს სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების“ დეპუტატი გრეტა წიწავა.

 

“ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ის ვიდეომასალა რომ არ არსებობდეს, რაც იუსტიციამ გაავრცელა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა, ძალიან მალე ჩვენ გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის/ექსპერტიზ(ებ)ის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.

 

მიხეილ სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობასა და მილიონებს არ აკლებენ საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია, მაგრამ მერწმუნეთ, ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და არავის გამოუვა, შინ და გარეთ, მორყევის მცდელობაც კი“, – წერს გრეტა წიწავა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები