
ავტორი
Front News საქართველო
იმდენად პოლიტიზება მოხდა ამ საკითხის, გამჭვირვალობის კანონის მიღება-არმიღების, იმდენად ბევრი აქტორი იყო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩართული, რომ შექმნა ერთგვარი „ბაბლი“, თითქოს ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში – დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, წარმოუდგენელია, გამჭვირვალობის კანონმა როგორ შეიძლება შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი.
“შეგიძლიათ მითხრათ, როდის გადაუხვია ქვეყანამ ევროატლანტიკურ და დასავლურ კურსს? დეკემბრამდე ჰქონდა გადახვეული თუ დეკემბრის შემდეგ ხდება ეს ყველაფერი? დეკემბერში ხომ ყველამ აღიარა, ისე ხომ სტატუსს ვერ მისცემდნენ, საქართველო იმსახურებდა, ღირსეულად იმსახურებდა, ეკუთვნოდა სტატუსის მინიჭება და მოგვანიჭეს. რა შეიცვალა, გამჭვირვალობამ შეცვალა? გამჭვირვალობის ექვსგვერდიანმა კანონმა როგორ შეიძლება, შეცვალოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი, ეს ხომ ნონსენსია. იმდენად პოლიტიზება მოხდა ამ საკითხის, ამ კანონის მიღება-არმიღების, იმდენად ბევრი აქტორი იყო ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ჩართული, ამ პოლიტიკის განმახორციელებელი სუბიექტები, რომ ერთგვარი „ბაბლი“ შექმნა იმისა, რომ ქვეყანა გაიღვიძებს ჩელიაბინსკში თუ კრასნოდარში – დავიძინეთ თბილისში, გავიღვიძეთ თბილისში, დავიძინებთ საქართველოში, გავიღვიძებთ საქართველოში“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
თაგები:
გრიგოლ ლილუაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს