
ავტორი
Front News საქართველო
დასავლეთმა აღარ უნდა მოხსნას ეს სანქციები, სანამ ეს რეჟიმი კრემლში არსებობს, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-სა და ნატოს ჩართვა უკრაინა-რუსეთის ომში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკს შეიცავს.
“იმის მოთხოვნა, რომ ნატომ და აშშ-მ დაიწყოს სამხედრო ჩარევა უკრაინა-რუსეთის ომში, რომელიც ინსპირირებულია ჭკუიდან გადასული, მუხრუჭების არმქონე კრემლის ხელმძღანელობის მიერ, ეს ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს და შეიძლება, ბირთვული იარაღის გამოყენებას“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, დასავლეთა სანქციებით უნდა შეაჩეროს რუსული ჯავშანტექნიკა, რომელიც თუ არ გააჩერეს, ისე არ ჩერდება.
“უკრაინამ მოლაპარაკების ფინალამდე არ უნდა შეწყვიტოს, რაც უნდა მძიმე იყოს, სამხედრო წინააღდეგობა. მეორე – ამ ზავის პირობებში მოლაპარაკების შედეგის შემდეგ დასავლეთმა აღარ უნდა მოხსნას ეს სანქციები, სანამ ეს რეჟიმი კრემლში არსებობს. ეს არის იმის წინაპირობა, რომ ჩვენ ასე თუ ისე დავწყნარდებით მომავალში და ასეთი კოშმარი არ იქნება. უკრაინის, საქართველოს, სირიის მაგალითი გვაჩვენებს, რომ ეს რუსული ჯავშანმატარებელი არ ჩერდება, სანამ არ გააჩერებ. თუ პირდაპირი სამხედრო ძალით არ შეგიძლია გაჩერება, უნდა გააჩერო მძლავრი ეკონომიკური სანქციებით, რომელიც უკვე მოქმედებს“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს