
ავტორი
Front News საქართველო
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ციხეში მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
ვაშაძეს არ დაუკონკრეტებია, რა საკითხებზე ესაუბრა მიხეილ სააკაშვილს.
“რაზე ვილაპარაკე პრეზიდენტთან, ამაზე სამწუხაროდ, ჟურნალისტებთან ვერ ვისაუბრებ, თქვენთან განხილვას არ ექვემდებარება. რაც შეეხება იმას, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ვარ თუ არა, წყალს წაუღია ყველა პარტია, ყველა პარტიის წევრობაზე და იმ ბალაგანზე, რასაც პოლიტიკას ეძახიან, წინ დგას ადამიანობა და მეგობრობა. მიხეილ სააკაშვილთან ჩემი ცხოვრების უზარმაზარი და ალბათ, ყველაზე საინტერესო ნაწილია დაკავშირებული”, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს გონება როგორც ყოველთვის “სამართებელივით” აქვს, თუმცა ეტყობა, რომ ფიზიკურად დასუსტებას მალე დაიწყებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს