გრიზლოვი – ბირთვული იარაღი ბელარუსში განთავსდება პოლონეთის საზღვართან


ავტორი
Front News საქართველო
ბირთვული იარაღი ბელარუსში განთავსდება პოლონეთის საზღვართან, – ამის შესახებ რუსეთის ელჩმა ბელარუსში ბორის გრიზლოვმა განაცხადა.
მისივე თქმით, ბელარუსში საწყობი ტაქტიკური ბირთვული იარაღის განსათავსებლად 1 ივლისამდე მომზადდება.
“ის გადავა ჩვენი საკავშირო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებში და გაზრდის ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესაძლებლობებს. ეს გაკეთდება ევროპასა და შეერთებულ შტატებში ხმაურის მიუხედავად”, – განაცხადა გრიზლოვმა.
გრიზლოვს ახარებს, რომ დასავლეთი მსჯელობს ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებაზე.
“როგორც იქნა, ყურადღებას აქცევენ, რომ გარკვეული პარიტეტი იყოს, თუ საუბარია ამერიკული ბირთვული იარაღის განთავსებაზე ევროპის ქვეყნებში, ესენია იტალია, ბელგია, ნიდერლანდები, გერმანია და თურქეთი, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, რაც გაზრდის ჩვენი საკავშირო სახელმწიფოს უსაფრთხოებას“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.
თაგები:
ბელარუსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს