“გთხოვთ, ივლისში დრონის სატესტო გაფრენაზე დაგვესწროთ“


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, თავდაცვის მინისტრმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა.
არჩილ თალაკვაძის კითხვაზე, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების განვითარებას ეხებოდა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა სსსტც „დელტას“ ბაზაზე, მცირე და დიდი ზომის უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივი საწარმოს დაარსების შესახებ.
მინისტრის ინფორმაციით, მოლაპარაკებები სამხრეთ აფრიკულ და პოლონურ კომპანიებთან მიმდინარეობს.
"წელს სავარაუდოდ, დავიწყებთ ორი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების საქართველოში წარმოებას. პოლონურ მხარესთან ავიღეთ ვალდებულება, რომ უახლოეს ოთხ წელიწადში ერთობლივი საწარმოს ფარგლებში მინიმუმ 100 საფრენ აპარატს ვიყიდით. ბუნებრივია, სარგებელიც რაც დარჩება, მასაც გავიყოფთ. ეს იყო ოპტიმალური ვერსია ჩვენთვის და პოლიტიკური გადაწყვეტილებაც მოგვიწონეს პარტნიორებმა“, – განაცხადა მინისტრმა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებსა და საზოგადოებას აცნობა, რომ მიმდინარე წლის ივლისში, ერთობლივი საწარმოს ფარგლებში დრონის სატესტო გაფრენაც განხორციელდება: "ჩვენ მიერ ერთობლივი საწარმოს ფარგლებში დრონის სატესტო გაფრენაზე გთხოვთ, დაგვესწროთ. ეს გახლავთ ძველი, პრაქტიკულად მიტოვებული, 2010 წელს დაწყებული ძველი საწარმო. ჩვენ აღვადგინეთ ეს საწარმო. ხოლო ეს 20 საფრენი აპარატი, რაც გვაქვს, ექსპლუატაციაში შევა“.
თაგები:


ჯუანშერ ბურჭულაძე – აპრილში გვექნება 5 დრონის ნიმუში, რომელიც საქართველოში იქნება წარმოებული და მათ სატესტო ფრენებს ჩავატარებთ

ჰერჩინსკი – ყველა პოლიტიკურ ლიდერს გთხოვთ, მოუსმინოთ რის გაკეთებას გთხოვთ საქართველოს მოსახლეობა

ჯუანშერ ბურჭულაძე – აპრილში იგეგმება სატესტოდ რამდენიმე დრონის საქართველოში წარმოება და გამოცდა