Logo

გუბაზ სანიკიძე – 12 წელია, ამ ნარატივით ცხოვრობთ ოპოზიცია და ვაგებთ ყველაფერს, საჭიროა ეს კაცი ამ ქვეყნისთვის

პოლიტიკა
429
Frontnews image description

დაანებეთ მიხეილ სააკაშვილის იგნორირებას თავი! ვერ დააიგნორებთ თქვენ ასე მიხეილ სააკაშვილს, ხალხო!  12 წელია, ამ ნარატივით ცხოვრობთ ოპოზიცია და ვაგებთ ყველაფერს. საჭიროა ეს კაცი ამ ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობაც” და მიხეილ სააკაშვილიც მზადაა ერთიანი სიისთვის.

 

“ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც რაღაცებს სთავაზობს ქართულ ოპოზიციას, თუ არ ჩავთვლით პრეზიდენტ ზურაბიშვილს, არის მიხეილ სააკაშვილი. მე ვამბობ, რომ სააკაშვილიც და “ნაციონალური მოძრაობაც” მზად არის უარი თქვას ნომერზეც და სახელზეც. 

 

მე ვანგარიშობ, რომ ერთიან სიას შეუძლია ძალიან ცუდი მუშაობის შემთხვევაში აიღოს 80-85%.

 

თუ “ნაცების” და მიშას მობრუნების გეშინიათ, არ ჯობია თქვენთან ერთად იყოს “ნაციონალური მოძრაობა” კოალიციაში, სადაც მათ უმცირესობა ექნებათ? დაანებეთ მიხეილ სააკაშვილის იგნორირებას თავი! ვერ დააიგნორებთ თქვენ ასე მიხეილ სააკაშვილს, ხალხო!  12 წელია, ამ ნარატივით ცხოვრობთ ოპოზიცია და ვაგებთ ყველაფერს. საჭიროა ეს კაცი ამ ქვეყნისთვის”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები