
ავტორი
Front News საქართველო
“ფაქტია, რომ იმ პოლიტიკურ სპექტრს, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ აქვს უნარი, რამე შეცვალოს“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გუბაზ სანიკიძემ „TV პირველის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.
“ისეთი გრანდიოზული პროცესი მიდის, რომ, ეს ხელისუფლება კი წარმოადგენს ჩვენთვის საფრთხეს, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდხანს ვერ გაძლებს ხელისუფლებაში. გაზაფხულზე ყველა სერიოზულ გარდატეხას ველოდებით უკვე უკრაინაში. საქართველოში არაფერს არ ველოდები, რადგან ჩვენ ვართ განადგურებული და მიწაზე გართხმული სახელმწიფო. ფაქტია, რომ პოლიტიკური სპექტრი, რომელსაც მე წარმოვადგენ არ აქვს უნარი, რომ რამე შეცვალოს. რაც შეეხება ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ ვართ ვალოდია ჯინჭარაძე, რადიატორთან ვსხედვართ. საერთოდ არავის აღარ ვახსოვართ. დავანებოთ თავი კობახიძესა და სხვებს. მანდ ფასეული არის მათი ბელადი, რომელიც მიმალვაშია“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს