Logo

გუბაზ სანიკიძე – მივმართავ “ქართულ ოცნებას”, აქამდე სიხარბით მოქმედებდით, არ გეშინოდათ არაფრის, ახლა შიშით მოქმედებთ

პოლიტიკა
835
Frontnews image description

პოლიტიკური “კოსტაიები” არიან, თან ვითომ ევროპისკენ არიან, თან ჩინელები შემოჰყავთ, თან რუსეთთან ბნელ-ბნელ საქმეებში ხართ გარეული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მხოლოდ ორი გრძნობით – შიშითა და სიხარბით მოქმედებს.

 

“მივმართავ “ქართულ ოცნებას” – თქვენ არ გაქვთ გააზრების უნარი. ორი გრძნობით, ორი თვისებით მოქმედებთ,  ან შიში, ან სიხარბე. აქამდე სიხარბით მოქმედებდით, არ გეშინოდათ არაფრის, ახლა შიშით მოქმედებთ – დასანქცირების, ფულის წართმევის, დაქცევის, ამოგდების, ჩაკეტვის, გარიყვის, მოკვეთის და გამზადებული ჰყავთ შვილები, შვილიშვილები, საზღვარგარეთ უნდათ იმათ, რომ ისწავლონ და უცებ გეტყვიან უარს, იტყვიან ბავშვი რა შუაშია – ომია, ან იქით ხარ ან აქეთ. პოლიტიკური “კოსტაიები” არიან, თან ვითომ ევროპისკენ არიან, თან ჩინელები შემოჰყავთ, თან რუსეთთან ბნელ-ბნელ საქმეებში ხართ გარეული”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები