Logo

გუბაზ სანიკიძე – ოპოზიციური სპექტრის ერთ ნაწილს სააკაშვილის უფრო ეშინია, ვიდრე ივანიშვილის

პოლიტიკა
08.09.2021 / 15:20
Frontnews image description

რატომ არ მოითხოვა ოპოზიციამ დიდი ამნისტია?!  – ოპოზიციური სპექტრის ერთ ნაწილს სააკაშვილის უფრო ეშინია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ოპოზიციას ევროპელ პარტნიორებთან ამნისტიაზე საუბრისას სააკაშვილის სახელი არ უხსენებია. 

 

“რატომ არ მოითხოვა ოპოზიციამ იგივე ჩვენს ევროპელ კოლეგებთან საუბრის დროს და მოლაპარაკებების დროს,  დიდი ამნისტია?! რაშია საქმე? ამნისტია მე ასე მესმის, რომ მოიცავს სუყველას, სააკაშვილის სახელი და გვარი რატომ არ იქნა იქ ნახსენები?!. იმიტომ რომ ოპოზიციური სპექტრის ერთ ნაწილს სააკაშვილის უფრო ეშინია, ვიდრე ბიძინა ივანიშვილის. ძალიან ბევრი უკვე კონფორტულად გრძნობს თავს ამ ვითარებაში… არ მინდა დაკონკრეტება, ვინც იგულისხმებს და მიიღებს თავის თავზე, მიიღოს.  მიეჩვივნენ ამას, მარადიული ყოფნა ოპოზიციაში. ადვილია ტელეეთერებში გამოსვლა, ამ ხელისუფლების გაკრიტიკება, ლანძღვა-გინება, მაგრამ საქმის არგაკეთება”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ. 

 

ის ოპოზიციის ნაწილის განცხადებებსაც ეხმიანება,  მმართველი ძალის მიერ სააკაშვილის სახელის საფრთხობელად გამოყენებისა  და ამით ორპოლუსიანობის შენარჩუნების შესახებ და აცხადებს, რომ სააკაშვილის სახელი ხალხს კი არ აფრთხობს, პირიქით, იმედს უჩენს. 

 

“მე საკმაოდ კარგად ვიცნობ ქართველ ხალხს და მინდა დაგიდასტუროთ, რომ ყველაზე მეტად ქართველი ხალხი ელოდება მიხეილ სააკაშვილს.  მიშას სახელით ხალხი კი არ ფრთხება, პირიქით, სასოება ეცემა…

 

ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ორპოლუსიანობა მიუღებელია მათთვის, ვინ უშლიდა მათ ხელს, რომ განახორციელონ ის, რისი განხორციელებაც უნდათ? სააკაშვილი როგორ უშლის ხელს სხვა პარტიებს განვითარებაში? ეს ვერ ამოვხსენი და ვერც ამოვხსნი, იმიტომ რომ ისინი მრუდე ლოგიკით აზროვნებენ. 

 

რატომ ჰგონიათ, სააკაშვილი რომ გაქრეს, ან ბერად აღიკვეცოს, ან უნივერსიტეტში წავიდეს და ლექციების კითხვა დაიწყოს, მათ ხმები მოემატებათ? რატომ გონიათ ეს ასე? სად შეუშალათ  ხელი? პირიქით, მე პირიქით მგონია, სააკაშვილის პერსონა არის დღევანდელი მოცემულობით ერთადერთი გარანტია იმისა, რომ ეს ხელისუფლება გავუშვათ”, – განაცხადა სანიკიძემ ტელეკომპანია “ტვ პირველის” ეთერში.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები