გუბერნატორის თქმით, როსტოვის ოლქში სამხედრო ნაწილზე დრონებით თავდასხმა მოხდა

ავტორი
Front News საქართველო
როსტოვის ოლქის გუბერნატორის ვასილი გოლუბევის განცხადებით, სამხედრო ნაწილზე სამი კამიკაძე დრონით თავდასხმა მოხდა.
“დღეს დილით ადრე ჩვენს ოლქში იყო ტერორისტული თავდასხმის მცდელობა კამიკაძეების გამოყენებით. ორი დრონი ჩამოვარდა კამენსკში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, მეორე – ჩრდილოეთით. დრონების ჩამოვარდნის შედეგად მსხვერპლი და დაზიანება არ არის“, – წერს ის.
კომენტარებში რუსები დრონების გახშირებულ თავდასხმებზე წერენ და “საერთაშორისო რეგულაციას“ მოითხოვენ.
თაგები:
რუსეთი




