გუდამაყრის ხეობაში კლდის ჩამოშლის შედეგად 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა

ავტორი
Front News საქართველო
გუდამაყრის ხეობაში, სოფელ ოშპიტელთან კლდოვანი მასა ჩამოიშალა.
ნაშალმა კლდემ მთლიანად ჩახერგა საავტომობილო გზა, რის გამოც, დუშეთის მუნიციპალიტეტის 22 სოფელი გარესამყაროს მოწყდა.
ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, თუმცა გზის გაწმენდით სამუშაოებს უხვი ნალექი ართულებს.
გუდამაყარში კლდოვანი მასისა და ნიადაგის შესასწავლად ხვალ გეოლოგების ჯგუფს ელოდებიან.
თაგები:





