
ავტორი
Front News საქართველო
გუდაურში ტრაგიკულად დაღუპულების სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
ამ დროისთვის საკუთარ სახლებში ორი დაღუპულის – ექიმ გიორგი ვენეცკისა და მფრინავი დიმა ქააძის ცხედრებია გადასვენებული, დანარჩენების ექსპერტიზა და ამოცნობის პროცედურები კი გრძელდება.
29 ივლისს, გუდაურში პარაპლანი კლდეს დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი ტურისტი დაიღუპა, პარაპლანისტი კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.
მათ დასახმარებლად წასული ვერტმფრენი, რომლის ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა, კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა. რვავე ადამიანი დაიღუპა.
თაგები:
გუდაური
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს