
ავტორი
Front News საქართველო
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად დაშავებული მოზარდი დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და ამ ეტაპზე მდგომარეობა სტაბილურია.
მისივე თქმით, პაციენტს სხეულის ათი პროცენტი აქვს დაზიანებული.
“ბავშვმა ეგრეთ წოდებული პიროტექნიკა ჩააგდო საწვავით სავსე ჭურჭელში, რასაც მოჰყვა აფეთქება და აალება. პაციენტი ამჟამად მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებული აქვს სხეულის ათი პროცენტი, რასაც ემატება დამწვრობითი შოკი და სასუნთქი გზების დაზიანება. ამწუთას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა დიაგნოზი ძალიან საყურადღებოა“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მოზარდი დაშავდა. დაშავებული თავდაპირველად ქობულეთის კლინიკაში მოათავსეს, მოგვიანებით კი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გადმოიყვანეს.
თაგები:
დამწვრობა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს