Logo

“გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც დაამთავრეს პოლიტიკა ხელმოწერის შედეგად”

საზოგადოება
1527
Frontnews image description

"საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი გუშინ, პოლიტიკური პარტიების ნაწილის მხრიდან შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერას ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენ სპეცოპერაციას უწოდებს. 

ნათელაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ხელმოწერით პოლიტიკა დაასრულეს. 

"გუშინ განხორციელდა სპეცოპერაცია რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადასარჩენად, რომელსაც ხელმძღვანელობდა ტრამპის მიერ დანიშნული ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, ქალბატონი კელი დეგნანი. გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ საქართველოს არ ჰყავს არავითარი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე. მე გულისტკივილს გამოვხატავ ჩემი ძვირფასი კოლეგების გამოც, რომლებმაც გუშინ დაამთავრეს პოლიტიკა იმ ხელმოწერის შედეგად, რაც ჩემთვის ტრაგიკულია, რადგან ეს თვეები განსაკუთრებით მაქსიმალურად ვეფერებოდით ერთმანეთს და შედეგად საქართველო დავაბრუნეთ საერთაშორისო რადარებზე, მსოფლიო კვლავ ავალაპარაკეთ ჩვენი სიმტკიცით და ერთიანობით, ყველა დადებითი პოზიტიური პარამეტრით, მაგრამ მაინც ვერ ავიცილეთ არასასიამოვნო შედეგი, რომელიც კატასტროფა არ არის, რადგანაც ძირითადი პოლიტიკური ძალები, ხარისხობრივად და რაოდენობრივად პარლამენტში ამ წუთისათვის არ შედიან, მაგრამ არასასიამოვნოა, ვინდაიდან რუსი ოლიგარქი კუთხეში იყო მიყენებული და უკვე აგონიაში მყოფი ვირთხის სტადიაში ბრძანდებოდა. 

ტრამპი თეთრ სახლში დასვა პუტინმა რუსული ფულებით, ხოლო ტრამპმა დანიშნა რუსეთისა და ოკუპანტებისადმი ლოიალურად განწყობილი დიპლომატები. მე მოვუწოდებ, პრეზიდენტ ბაიდენს, დროზე გაწმინდე ამერიკული დიპლომატია და სახელმწიფო დეპარტამენტი პროტრამპისტული ელემენტებისგან, რადგან ტრამპიზმი ნიშნავს პროპუტინიზმის"- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები