გუმათში დაკავებული აქტივისტები წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან


ავტორი
Front News საქართველო
გუმათში, გუშინ საღამოს დაკავებული აქტივისტები იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰყავთ მოთავსებული. ჰესის მშენებლობის მოწინაღმდეგეებს ამ წუთებში ადვოკატები ხვდებიან.
“ფაქტი ასეთია, პოლიცია აშკარად მოქმედებდა უფლებამოსილების გადამეტებით და სრულიად უკანონოდ არიან ბიჭები დაკავებული. ჩვენ ახლა შევდივართ, გავესაუბრებით. ალბათ, რამდენიმე საათში გვეცოდინება თუ როდის დაინიშნება სასამართლო პროცესები”, – აცხადებს ადვოკატი.
დაკავებულებს შსს წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისთვის დაუმორჩილებლობას ედავება.
უწყების ინფორმაციით, გუმათში პოლიციასა და “ნამოხვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა დაპირისპირების დროს, ადმინისტრაციული წესით, 8 პირი დააკავეს.
დაპირიპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებს ნამოხვანისკენ გადაადგილება სურდათ, რისი უფლებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა