Logo

გუმათში სამართალდამცველებს გზა რკინის ჯებირებით აქვთ გადაკეტილი

საზოგადოება
849
Frontnews image description

გუმათში სამართალდამცველებს გზა რკინის ჯებირებით აქვთ გადაკეტილი. გუშინ, აღნიშნული პერიმეტრი პოლიციელებს ე.წ პიკაპის მანქანებით ჰქონდათ ჩაკეტილი, დღეს კი უკვე რკინის ჯებირები აღმართეს.

მიუხედავად შეზღუდვებისა, რიონის ხეობის მცველები პროტესტს აგრძელებენ. ახლა უკვე მათ კარვები ორ ადგილას აქვთ გაშლილი: ნამახვანსა და გუმათში. 

"ფაქტი არის მძიმე, იმიტომ რომ გადაადგილების უფლების შეზღუდვა მარტო ჩვენთვის, პროტესტის მონაწილეებისთვის კი არ ხდება, მოსახლეობასაც ექმნება სერიოზული პრობლემები. რანაირად შეიძლება ამ პროცესის გამართლება, ან რა უნდა თქვან საერთოდ, არც არაფერს არ ამბობენ, ეს კიდე ახალი ფაზაა ალბათ ჩვენს ურთიერთობებში, იმიტომ რომ ასე შეუზღუდო ადამიანს მისი კონტიტუციური უფლება, პროტესტის  გამოხატვის და გადაადგილების, შორდება ყველა გონივრულ საზღვარს. 

ჩვენ დასათმობი, უკან დასახევი გზა არ გვაქვს. პროტესტის ძირითად ეპიცენტრად მაინც რჩება ნამახვანი, სადაც მათი სამშენებლო არეალია. აქ, გუმათში დაგვემატნენ ახალი ადამიანები, მადლობა ღმერთს ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. მიუხედავად შეზღუდვებისა, რაღაცნაირად მაინც მოვახერხებთ პროტესტის გაგრძელებას", – განაცხადა ადგილობრივმა მარიტა მუსელიანმა. 

უწყვეტი პროტესტის 161-ე ღამე, რიონის ხეობის მცველებმა გუმათის დასახლებაში გაატარეს. ეს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებისთვის პროტესტის ახალი ადგილი მას შემდეგ გახდა, რაც პოლიციამ სოფლამდე მისასვლელი გზა გადაკეტა. სამართალდამცველები მესამე დღეა, ჰესის მშენებლობის  მოწინააღმდეგეებს, ადგილზე შესვლის საშუალებას აღარ აძლევენ.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები