გუმენიუკი – ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური შიგნიდან ააფეთქეს


ავტორი
Front News საქართველო
ოკუპანტებმა კახოვსკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი შიგნიდან ააფეთქეს. დაზიანების ხარისხი უარყოფს რუსების ყალბ მტკიცებას “უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო დარტყმის შესახებ”, – განაცხადა უკრაინის სამხრეთი თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა ნატალია გუმენიუკმა.
“აბსოლუტურად, ეს არ არის სარაკეტო დარტყმა. ეს ჩანს თუნდაც დაზიანების ხარისხზე, თავად კაშხლის ვიზუალით. ნათელია, რომ აფეთქება შიგნიდან მოხდა”, – განაცხადა გუმენიუკმა.
რუსმა ოკუპანტებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს. უკრაინის პრეზიდენტმა უკვე მოიწვია ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომა. პრეზიდენტის აპარატის უფროსმა ანდრეი ერმაკმა ჰესის კაშხლის აფეთქებას ეკოლოგიური ტრაგედია უწოდა.
“უკრჰიდროენერგოს“ ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ აფეთქებული კახოვკის ჰესი ვერ აღდგება ყოფილი სახით, მთლიანად განადგურებულია სამანქანო განყოფილების აღჭურვილობა.
პოტენციური წყალდიდობის ზონაში 80-მდე დასახლებული პუნქტია და მათი უმეტესობა მტრის მიერ დროებით ოკუპირებულია.
თაგები:
კახოვკის ჰესი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს