
ავტორი
Front News საქართველო
"ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, ახლობლებსა და საზოგადოებას უსამძიმრებს.
"ყოველი ნორმალური მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ხდები ოდნავ უკეთესი, ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი, ვიდრე იყავი“ – ამ სიტყვებთან ერთად, გურამ დოჩანაშვილმა გენიალური მოთხრობები დაგვიტოვა, რომლებიც კეთილისა და ბოროტის გარჩევას გვასწავლის, ასევე ადამიანის სიყვარულს, სიცოცხლის სიყვარულს. ვუსამძიმრებ გურამ დოჩანაშვილის ოჯახს, ახლობლებს, ყველას, ვისაც უყვარს ლიტერატურა და დოჩანაშვილის უკვდავი ნაწარმოებები“, – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში
მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში, დღეს გარდაიცვალა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს