Logo

გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ

საზოგადოება
319
Frontnews image description

გურამ დოჩანაშვილს საბურთალოს სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ.

მწერალს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენებენ, სადაც ორი დღის განმავლობაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გურამ დოჩანაშვილის ოჯახს შესთავაზეს, მწერალი მთაწმინდის პანთეონში დაეკრძალათ, თუმცა ოჯახმა, მწერლის ანდერძის თანახმად, მისი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, მთაწმინდის პანთეონში დაკრძალვა მწერლის ოჯახს პრემიერ-მინისტრის აპარატმაც შესთავაზა.

გურამ დოჩანაშვილის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებებია „სამოსელი პირველი“, „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“, „ვატერ(პო)ლო ანუ აღდგენითი სამუშაოები“.

ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გურამ დოჩანაშვილს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“; ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია რომანისთვის „ბრმადყოფილზე“. 2020 წელს დოჩანაშვილს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

გურამ დოჩანაშვილი 3 აპრილს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები