
ავტორი
Front News საქართველო
აქტიურად მიმდინარეობს ანაკლიის პორტის დაღრმავების სამუშაოები, გადაფასდა სამუშაოს მოცულობები და ღირებულებები და, საერთო ჯამში, შესყიდვის ღირებულება შემცირდა 52.5 მლნ დოლარით, - ამის შესახებ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გურამ დუმბაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და აღნიშნულ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.
"გაძლიერდა ზედამხედველობის კომპონენტი და აღნიშნულ ნაწილში ჩაერთო სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო. შესაბამისად, სახელმწიფო მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ასეთი ტიპის სტრატეგიულ პროექტებს, მათ ეფექტიან მართვასა და განხორციელებას", - განაცხადა გურამ დუმბაძემ.
თაგები:
გურამ დუმბაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს