გურამ მაჭარაშვილი - ამ კომისიის დასკვნას ბატონო ელჩო, გადმოგცემთ როგორც "ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას და სავიზიტო ბარათს


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის მიმართა.
მაჭარაშვილის განცხადებით, სამართლებრივად დადგენილია, რომ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც კომისიაზე მოდიან, სწორედ იმ რეჟიმმა დაარღვია, რომელსაც ჰერჩინსკი და სხვა ევროპელი ელჩები ევროპული ღირებულებების პარტიად მიიჩნევენ. მისივე თქმით, ევროკავშირის ელჩს სამახსოვროდ უნდა ჰქონდეს კომისიის დასკვნა იმ პარტიის ასეულობით მსხვერპლის შესახებ, რომელსაც ლობირებს.
„ისევ მინდა მივმართო ევროკავშირის ელჩს და იმ ელჩებს, რომლებიც ჯერ კიდევ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს მიიჩნევენ ევროპული ღირებულების პარტიად: ეს მოქალაქეები, საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც აქ მოდიან, დღეს აქ ბრძანდებიან მოკლული ადამიანის გამწარებული ოჯახის წევრები - დადგენილია სამართლებრივად, რომ იმ რეჟიმმა გააკეთა ეს ყველაფერი. ამ კომისიის დასკვნას ბატონო ელჩო, ევროკავშირის ელჩს მივმართავ, გადმოგცემთ როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას და სავიზიტო ბარათს. რომ წაბრძანდებით საქართველოდან, გქონდეთ კომისიის ეს დასკვნა, სადაც ასეულობით ადამიანის მკვლელობაზეა საუბარი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელსაც თქვენ ევროპული ღირებულებების პარტიად მიიჩნევთ. გქონდეთ სამახსოვროდ ამ კომისიის დასკვნა პარტიაზე, რომელსაც თქვენ ლობირებთ დღემდე სამწუხაროდ საქართველოში. მორიგ ჯერზე გთხოვთ, გასცეთ ამ ხალხს პასუხი, ვინც არიან მობრძანებულები, ვინც იყვნენ მობრძანებულები, რატომ ლობირებთ იმ რეჟიმს, რომელიც იყო იმ უბედურებების ორგანიზატორი, რომელსაც ეს ხალხი ჰყვება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს