
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის ისტორიული დასკვნა. თამამად ვიტყვი, რომ არ არსებობს საქართველოს უახლეს კი არა, ზოგადად ისტორიაში, ისეთი სამართლებრივი ხასიათის დოკუმენტი საპარლამენტო დონეზე, რომელსაც მოჰყვა პრაქტიკული შედეგები ქართულ პოლიტიკაში, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა კომისიის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, დასკვნა იქნება იმ ხარისხის და ისეთი ისტორიული მნიშვნელობის, რომელიც თაობებისთვის გახდება სახელმძღვანელო, რომლითაც საზოგადოება გაიგებს, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა.
"შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს დოკუმენტი იქნება იმ ხარისხის და ისეთი ისტორიული მნიშვნელობის, რომელიც გახდება სახელმძღვანელო არა მარტო მომავალი თაობების, არამედ, არსებული თაობების, რომელიც იქნება საფუძველი იმის, რომ თაობები გაიგებენ, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური ძალა არათუ ხელისუფლებაში, არამედ, საერთოდ, პოლიტიკაში, იმიტომ, რომ ეს არის პრაქტიკული მაგალითი", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს