
ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება ALDE-ს მიერ გავრცელებულ პასუხს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
მაჭარაშვილის განცხადებით, იმ ფონზე, როდესაც თავად ალეკო ელისაშვილმა აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება, ტერორისტული აქტი, ALDE-ს მიერ გაცემული პასუხი შესაძლებელია ითარგმნოს შემდეგნაირად: "ტერორისტია მაგრამ ჩვენია".
"ანუ ალდემ ელისაშვილზე თქვა: "ცუდი ბიჭია, მაგრამ ჩვენი ბიჭია".
იმ ფონზე როცა თავად ელისაშვილმა აღიარა ჩადენილი ქმედება (ტერორისტული აქტი), ალდეს ეს წინადადება შეიძლება ვთარგმნოთ ასე: "ტერორისტია, მაგრამ ჩვენია", - წერს გურამ მაჭარაშვილი.
ALDE-მ გაავრცელა პასუხი შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე: "რა თქმა უნდა, ALDE ასეთ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად გასაგებია. ისევე, როგორც ჩვენ არასდროს გავამართლებდით ძალადობის გამოყენებას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ან ქიმიური იარაღის გამოყენებას მოქალაქეებზე“.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს