გურამ მაჭარაშვილი - იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამვლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი

ავტორი
Front News საქართველო
მსოფლიოში დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამვლის თემაში, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"დასრულდა „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი ფილიალების პოლიტიკური ასპარეზი და როცა ნახეს, რომ 2026 წელი ცარიელი დღის წესრიგით დაიწყეს, თქვეს, იქნებ რამე თემა გავააქტიუროთო. მიმართეს თავიანთ პატრონებს, ჩაწერეს ეს ვიდეორგოლი, ვითომ ვიღაც მოიწამლა, რომ როგორმე თემა წამოწეულიყო, დაიხმარეს მათი საინფორმაციო საშუალებებიც.
კარგად ვხედავთ, რომ მსოფლიოში უკვე დაწყებულია სამართლიანობის პრინციპის აღდგენა და იმ საერთაშორისო მედია საშუალებებს, რომლებიც სამწუხაროდ ჩართულნი იყვნენ ამ ე.წ. მოწამვლის თემაში - BBC-ის და სხვადასხვა სააგენტოების სახით, ამერიკის პრეზიდენტმა უკვე გასცა პასუხი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი




