
ავტორი
Front News საქართველო
არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის აქცია. ეს არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს დაახლოებით ისეთი განცხადებაა, სალომე სამადაშვილმა რომ თქვას, რომ მის განცხადებაში არ იქნება არანაირი სიძულვილის ენა.
“ის, რომ 20 ივნისს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ომის პარტიას დაანონსებული აქვს აქცია, არავინ დაუჯერებს, რომ ეს აპოლიტიკური აქციაა. თქვენ ნახეთ სოციალურ ქსელშიც როგორი დაპირისპირება იყო. ეს დაახლოებით ისეთი განცხადებაა სალომე სამადაშვილმა რომ თქვას, ჩემ განცხადებაში არ იქნება არანაირი სიძულვილის ენა. ამას არავინ დაუჯერებს სამწუხაროდ, ასევე არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის აქცია. ეს არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს