
ავტორი
Front News საქართველო
“გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და “დროას“ გაერთიანება პოლიტიკური ხულიგნების გაერთიანებაა, – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“ძალიან ბევრი კომენტარი საჭირო არ არის, რადგან შეიძლება, ამით ჩვენ რეიტინგი ავუწიოთ. ძალიან მოკლედ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ეს არის პოლიტიკური ხულიგნების გაერთიანება. კარგად უდგათ სავარძელი, უნდა დასხდნენ და ამ პროცესებს შეხედონ, მათი მეტი როლი პოლიტიკაში არ არის. ერთიც და მეორეც საქართველოს საზოგადოებაში ცნობილია, როგორც პოლიტიკური ხულიგანი. ამიტომ ასეთ ანარქისტებს არაფერი ესაქმებათ საქართველოში, მით უმეტეს, პოლიტიკაში“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, „გირჩი – მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ გაერთიანება „ქართულ ოცნებას“ კონკურენციას ვერ გაუწევს.
“კონკურენცია ღიმილის მომგვრელია. როგორ შეიძლება, კონკურენციაზე იყოს საუბარი. ესენი არიან ჩვეულებრივი ხულიგნები“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს