
ავტორი
Front News საქართველო
მამუკა მდინარაძესთან დაკავშირებული ინციდენტი იმის უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ამ ხალხს მეტი არაფერი დარჩა, ჯგუფ-ჯგუფად დაიშალნენ და ლიდერებს ხან სახლში, ხან სტუდიაში მიუვარდნენ, უსტვინონ, როგორც ჩანს, უკვე თავიანთი მარცხით დაუსტვინეს, – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხის ძალის“ წარმომადგენელმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ინციდენტს სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანაბარია.
“ასეთი დასტვენილები დადიან, ხან პრემიერთან მიდიან, ხან ლიდერებთან. მგონია, ამას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, რადგან კანონის წინაშე ყველა თანაბარია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს მამუკა მდინარაძეს “ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები ტელეკომპანია “იმედთან“ შეძახილებით დახვდნენ.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს