
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, აუცილებელია საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე და დადგინდეს, როგორ მიიტაცეს სააკაშვილმა და მისმა დედამ მილიონობით ლარის ღირებულების ქონება.
“როდესაც გიული ალასანია ამბობს, რომ მას 135 მილიონის ქონება წინაპრებმა დაუტოვეს, ამით დასცინის ხალხს და არაფრად აგდებს საზოგადოებრივ ინტერესს, მაგრამ არ მგონია, სასაცილოდ ჰქონდეს საქმე, როდესაც მას გამომძიებლის კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა.
აუცილებელია დადგინდეს, როგორ გამდიდრდა ეს ქალბატონი, როგორ ჩაიგდო ხელში აურაცხელი ქონება და როგორ იქცა ის ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს