
ავტორი
Front News საქართველო
“არ დაუშვა ომი საქართველოში! იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს! ჯერ ფაქტობრივად ახლა ფორმალურად დაასანქცირეს”,- წერს “ხალხის ძალის” აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის მიერ “ქართული ოცნების” დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ.
როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ავიწყდებათ რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის, ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში.
“არ დაუშვა ომი საქართველოში!
იცავს ქართულ იდენტობას და ტრადიციებს!
ეხმარებოდა და ეხმარება ქართულ სპორტს, ხელოვნებას, კულტურას და მათ წარმომადგენლებს!
ამისთვის ჯერ ფაქტობრივად ეხლა უკვე ფორმალურად დაასანქცირეს.
თუმცა ავიწყდებათ, რომ ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს ეკუთვნის ვინც სამშობლოს მშვიდობას და სუვერენიტეტს არ გაცვლის პირად კეთილდღეობაზე და უცხო ქვეყანაში წითელ ხალიჩაზე სიარულში”, – წერს გურამ მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს