
ავტორი
Front News საქართველო
“ხალხის ძალის“ წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, საქართველო უკრაინას მაქსიმალურად ეხმარება.
“საზოგადოება დაიღალა იმაზე მსჯელობით, თუ როგორ ეხმარება საქართველო უკრაინას. საქართველო უკრაინას ეხმარება აბსოლუტურად ყველა კონტექსტში ერთის გარდა, რომ ომი არ იწყება და აქ მეორე ფრონტს არ ხსნის.
იქნება პოდოლიაკი, არესტოვოჩი თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი უკრაინაში, რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს, ბუნებრივია, ეს უარყოფითად იქნება შეფასებული თავად ქართული საზოგადოების მიერ. ნუ შეწუხდებიან ზედმეტი ჭკუის სწავლებით.
ჩვენ სულ მცირემ სამიათასწლოვანი სახელმწიფოებრივი გამოცდილება გვაქვს, მეგობრული ურთიერთობაც ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ საქართველოა სახელმწიფო, რომლის ინტერესებიც პირველ რიგში უნდა დავიცვათ, არ გვეშლება არც მტერი და არც მოყვარე, არც უკრაინასთან ურთიერთობა შეგვშლია. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ და ძალიან ბევრმა დეპუტატმა თქვა, დადგება დრო, როცა ჩვენს უკრაინელ მეგობრებს თვალებში ჩავხედავთ. ძალიან მაინტერესებს, რას იტყვიან იმ მაგალითებზე, რასაც ჩვენ მოვიყვანთ, რასაც ისინი საქართველოსთან მიმართებაში აკეთებდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს