გურამ მაჭარაშვილი – დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატი არ ეყოლება


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” წევრის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ვინც არ უნდა დააყენოს ოპოზიციამ მერობის კანდიდატად, ისინი კახი კახალაძეს კონკურენციას ვერ გაუწევენ.
“მე დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას საერთო კანდიდატი არ ეყოლება. შეიძლება, რამდენიმე პარტიას ჰყავდეს თითო კანდიდატი. რაც შეეხება ნიკა მელიას, ჯერ ერთი თავად თქვა, რომ არ სურდა და არ აპირებდა მერობის კანდიდატად თავისი თავის დაყენებას, იმიტომ რომ მწარე გამოცდილება ახსოვს წარსულში, მაგრამ თუ ახლა გუნდი და მისი ბელადი ჩათვლის საჭიროდ, ალბათ, უარს ვერ ეტყვის.
რაც შეეხება კალაძესთან კონკურენციას, მანაც და პრინციპში ოპოზიციის უმრავლესობამ, წინასწარვე დააანონსა, რომ ისინი მარცხისთვის არიან განწირულები, უბრალოდ მონაწილეობენ, იმიტომ რომ რამდენიმე ადამიანი იქნებ მოახერხონ და შეიყვანონ საკრებულოში”- განაცხადა მაჭარაშვილმა.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა