
ავტორი
Front News საქართველო
მთავარია, რომ საქართველოს საზოგადოება ხედავს იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში და სწორი პოლიტიკა აქვს არჩეული ხელისუფლებას, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არ არის საინტერესო ვინ რას ხედავს და ვინ რას არ ხედავს უცხოეთიდან.
“ეს ჩვენი პრობლემა არ არის, ვინ რას ხედავს და ვის როგორი მხედველობა აქვს, ეს ჩვენი პრობლემა არ არის. მთავარია, რომ საქართველოს საზოგადოება ხედავს იმას, რაც ხდება დღეს საქართველოში და სწორი პოლიტიკა აქვს არჩეული ხელისუფლებას, საზოგადოებას რაც მთავარია, რომ ჩვენ გვინდა ცივილიზაციასთან, ევროპასთან, ამერიკასთან ურთიერთობა, მაგრამ არა საქართველოს სუვერენიტეტის ხარჯზე, არა ომის ხარჯზე.
ყველამ დაიოკოს თავისი ემოციები და თუ არ იცის სწორი სურათი, კომენტარს მაინც ნუღარ გააკეთებს. ეს ჩვენთვის არ არის საინტერესო ვინ რას ხედავს და ვინ რას არ ხედავს უცხოეთიდან, მითუმეტეს არასამართლიანად”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს