
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა თუ სურს, ეს რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები, ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად, საზოგადოებას არ უნდა უთხრან, რომ ურწმუნოება სჯობს რწმენას, – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ამერიკელი კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
“30 წლის განმავლობაში ასეთი წინადადების შემოთავაზება ნებისმიერ დროს შეეძლოთ, საქართველო ამის ღირსი აქამდეც ნამდვილად იყო. ვიცით, რომ ერთი კონგრესმენის გადაწყვეტილებით ასეთი საკითხები სერიოზულად არ დგება. შესაბამისად, არ ვიცით, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთვის რამდენად სერიოზულად არის ეს შეთავაზებული. ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა, მეგობრობა თუ ნამდვილად სურს, ამაში ჩვენ ღია ვართ, ოღონდ ის ვირტუალური რეალობა, რასაც, სამწუხაროდ, ამერიკიდან ზოგიერთი წარმომადგენელი მთელ მსოფლიოს უსახავს, რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები – ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად, ქართულ საზოგადოებას არ უნდა უთხრან, რომ ურწმუნოება სჯობს რწმენას, ასევე საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ, რომ ლგბტ პროპაგანდა თანამედროვეობაა და ტრადიციებზე უარი უნდა თქვან. როგორც კი ამერიკის მხრიდან, ვირტუალური რეალობის ნაცვლად, იქნება რეალობის დანახვის შესაძლებლობები, მზად ვართ, ეს საკითხები ამერიკასთან განვიხილოთ. პირიქით, დაახლოებით ორი თვის წინ ვსაუბრობდით, რომ 30 წელია, ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და არც ვიზალიბერალიზაციის, არც სავაჭრო და არც თავისუფალი ფრენების მიმართულებით არაფერი ხდება. პარტნიორობასა და ამ საკითხების განხილვაზე თანახმა ვართ, მაგრამ არა – სუვერენიტეტის, სარწმუნოების ხარჯზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამერიკელი კონგრესმენის კანონპროექტის მიხედვით, „საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს