
ავტორი
Front News საქართველო
ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველი და ნახევრად ევროპელია, პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ახლა რა უკვირს ზურაბიშვილს? არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?, – ამის შესახებ პარტია “ხალის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია.
“ამბობდა, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებდა საქართველო, ამბობდა, რომ შავი ხვრელებია საქართველოში, ამბობდა, რომ ის ნახევრად ქართველი და ნახევრად ევროპელია, პარლამენტში მოდიოდა და დასცინოდა პარლამენტის წევრებს და ქართულ საზოგადოებას და ახლა რა უკვირს ზურაბიშვილს? არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა იმიტომ, რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა? აბა, რა ჰგონია ნებისმიერ ადამიანს?! როცა იქ ზიხარ დაცვასთან ერთად, შეყუჟული რომ ხარ ადმინისტრაციაში, იცი, რომ იქ ვერავინ მოგთხოვს პასუხს, ხომ გაგივა ეს დრო?
რა თქმა უნდა, ძალადობა ყოველთვის მიუღებელია, მაგრამ ქართული საზოგადოების რეაქცია რაც იქნება, ეს იქნება”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში უცნობი პირები დახვდნენ და კვერცხები ესროლეს.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს