გურამ მაჭარაშვილი – რაც უნდა იხტუნაოს ოპოზიციამ, ვერ შეძლებს სამი ათასწლიანი სახელმწიფოს წესის შეცვლას


ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილს ხელისუფლებაში დაბრუნების გარდა არანაირი სურვილი და მიზანი არ გააჩნია, რაც გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაადასტურა.
“საზოგადოება კარგად გაარჩევს, ვის აქვს რეალური ინტერესი ქვეყნის განვითარების და ხელისუფლებაში დაბრუნების. რაც უნდა იხტუნაოს ოპოზიციამ, ვერ შეძლებს სამი ათასწლიანი სახელმწიფოს წესის შეცვლას, ეს გამორიცხულია. პრობლემა იმაშია, რომ ისინი ვერ ეგუებიან ქართველი ხალხის ცხოვრების წესს, მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს, კულტურას. ეს მოუწევთ, რადგან საზოგადოებას აქვს მყარად ჩამოყალიბებული დასავლური კურსი, მაგრამ იმ ტრადიციების შენარჩუნებით, რაც საქართველოს საუკუნეების მანძილზე აქვს”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
თაგები:


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა