
ავტორი
Front News საქართველო
საპარლამენტო უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.
როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა, „ნაციონალურ მოძრაობას“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნით სურს, საპარლამენტო ბერკეტები გამოიყენოს, რათა საზოგადოებაში ჩანდეს.
დეპუტატის თქმით, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ საგამოძიებო კომისიას შექმნის ამ ფორმატში, „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ სიმართლეს დაამტკიცებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
“ამ თვალსაზრისით სიახლე არაფერი იქნება. სიახლე იქნება ის, რომ რადიკალურ ოპოზიციას უნდა, ეს ინსტრუმენტი რაღაცნაირად გამოიყენოს, რომ როგორმე პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს. ამას მეტი მიზანი არ აქვს. ჩვენ არ ვთვლით, რომ კომისია საჭიროა. თუ ისინი კომისიის შექმნას საჭიროდ თვლიან, ამის საშუალება აქვთ. კომისიას თუ შექმნიან, მასში მონაწილეობას მივიღებთ, რომ საზოგადოებას სიმართლე კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ. მიზანია, როგორმე რაღაც ბერკეტები გამოიკვეთოს, რათა საზოგადოებაში ჩანდნენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა პარლამენტში უკვე წარადგინა. საკითხი 7 თებერვლის ბიუროს სხდომას წარედგინა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს