
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს მაგალითები, როდესაც კანონის გვერდის ავლით ხდება უცხოური ფული ქართულ პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, უცხოური ფულის ქართულ პოლიტიკაში გამოყენების კლასიკური მაგალითია პარტია „დროა“, რომლის დამფუძნებელმაც თავად აღიარა, რომ ასევე მისი ენჯეო „დროა“ იღებს დაფინანსებას და შემდეგ პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებს.
“ძალიან კლასიკური მაგალითია პოლიტიკური პარტია „დროა“ და ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია „დროა“, სხვა პარტიებიც, მაგრამ ამ ორივეს დამფუძნებელმა თავად აღიარა, რომ დიახ, იღებს ენჯეო „დროა“ დაფინანსებას და მერე ამას პოლიტიკური პროცესებისთვის იყენებს, რაც ჩვენ ვნახეთ იგივე მოლოტოვის კოქტეილების დამზადებაში და პოლიციელების ცოცხლად დაწვის მცდელობაში, რადიკალურ პროცესებში და ა.შ.“,– განაცხადა მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს