გურამ მაჭარაშვილი – საზოგადოება დამშვიდდება, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გვაქვს პერიოდი, როდესაც ქვეყანას უნდა მივხედოთ

ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის” და მიხეილ სააკაშვილის სურვილი, რომ იყვნენ დღის წესრიგში, ნელ-ნელა უნდა განელდეს. ქვეყანას აბსოლუტურად სხვა მიზნები და გამოწვევები აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების შემდეგ ასეც მოხდება, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ” უნდა შეიგნოს, რომ საზოგადოებას წარსულში დაბრუნება არ სურს.
“არადა არც მალავენ და საჯაროდ ამბობენ, რომ სურთ, ისევ ის რეჟიმი არსებობდეს, რა რეჟიმშიც ხელისუფლებას ფლობდნენ. საზოგადოებას ერთსა და იმავე წრეზე სიარული მობეზრდა. დარწმუნებული ვარ, არჩევნების მეორე ტურის შემდგომ ვითარება დასტაბილურდება. საზოგადოება დამშვიდდება, მომდევნო სამი წლის განმავლობაში გვაქვს პერიოდი, როდესაც ქვეყანას უნდა მივხედოთ. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური სპექტრი გადაიხედება. ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მიხვდა, რომ საჭიროა ნელ-ნელა ჯანსაღი ოპოზიციის ჩამოყალიბება მოხდეს და ასეც იქნება 2024 წლისთვის. ჩვენ გვაწუხებს, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი არის პიროვნება, რომელმაც ისიც კი ვერ გაბედა საქართველოში ოფიციალურად, ღიად და საჯაროდ ჩამოსულიყო. რაც შეეხება შერიგებას, მიხეილ სააკაშვილს თავადაც არ სჯერა იმის, რასაც ამბობს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


