
ავტორი
Front News საქართველო
სასჯელის მოხდა მას სასამართლომ ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ შესაბამის საპყრობილეში, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
“თუ ასე კარგად გამოიყურება, დემენცია აღარ ჰქონია, ასეთ ბრძნულ აზრებზეა და განიკურნა, მაშინ დაბრუნდეს და მოიხადოს სასჯელი. მას სასამართლომ სასჯელი ოროთახიან ლუქსში კი არ მიუსაჯა, არამედ შესაბამის საპყრობილეში.
მან უნდა მოიხადოს სასჯელი, რა თქმა უნდა, შესაბამისი უწყებებისა და ექიმების დასკვნის საფუძველზე. ჩვენ რასაც გარეგნულად ვხედავთ, აქედან გამომდინარე ვსაუბრობთ, თორემ გადაწყვეტილება შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ”, – აცხადებს მაჭარაშვილი.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს