გურამ მაჭარაშვილი – თუ გადაბარგდებიან სხვა რომელიმე პარტიაში, ვერ მოატყუებენ საზოგადოებას, რომ მესამე ძალა არიან


ავტორი
Front News საქართველო
როგორც გიორგი ვაშაძის, ასევე გრიგოლ ვაშაძის პოლიტიკური სათავე „ნაცმოძრაობაა“, ახლა ისინი “სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანდებიან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ „ლეიბორისტულ პარტიაში“, არ მგონია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი შეიცვალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“სამწუხაროდ, მთავარია ის, რომ ხშირ შემთხვევაში, ეს ადამიანები, მათ შორის, გიორგი ვაშაძეც ერთი-ერთში ამთხვევენ თავის რიტორიკასა და ქცევებს „ნაციონალური მოძრაობის“ ქცევებს და ფორმალურად ისინი რომელ პოლიტიკურ ძალაში ჩაირიცხებიან, არ მგონია, რომ მნიშვნელობა ჰქონდეს. ნამდვილი ჯანსაღი პოლიტიკური პარტიები უნდა შეიქმნან, რომლებიც ჩაანაცვლებენ „ნაცმოძრაობას“, თუ ამ პარტიის ლიდერები გადაბარგდებიან სხვა რომელიმე პარტიაში, ამით ვერ მოატყუებენ საზოგადოებას, რომ ისინი არიან მესამე ძალა.
რაც შეეხება მათ რესურსებს, 7-ჯერ დადასტურდა, რომ არანაირი შანსი არ გააჩნიათ, ქართველი ხალხი მათ მანდატს აღარ აძლევს. რომელ პარტიაშიც არ უნდა გადავიდეს „ნაცმოძრაობის“ლიდერების ნაწილი, იმ პოლიტიკურ პარტიას წარმატება ვერ ექნება. მთავარია ის, რომ ისინი არა მხოლოდ იყვნენ „ნაცმოძრაობის“ ნაწილი, არამედ მათ არ შეიცვალეს დღის წესრიგი. რიტორიკა, ქცევა, მანერები და განცხადებების ფორმა იგივე დაიტოვეს, რაც „ნაცმოძრაობაში“ ჰქონდათ. თუ ამას შეცვლიან, შემდეგ შეიძლება გადახედოს საზოგადოებამ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობილია, რომ გიორგი ვაშაძის “მესამე ძალას“ გრიგოლ ვაშაძე უერთდება.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს