
ავტორი
Front News საქართველო
ბოლო პერიოდში განსაკუთრებით, ევროპარლამენტი აღარ არის ის ინსტიტუცია, საიდანაც შეიძლება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და სამართლიანობის განცხადებები მოისმინოს მოსახლეობამ, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
რაც შეეხება მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე პარტნიორების კრიტიკას, მაჭარაშვილი აცხადებს, რომ მათ “ამერიკის კანონმდებლობა შეარბილეს”.
“შევარბილეთ ამერიკის კანონმდებლობა და ეს ერთი-ერთში წერია, ნათარგმნი იქნება, ჩვენ ამასაც უზრუნველვყოფთ, ერთ-ერთში იქნება ნათარგმნი და მერე აღარ იტყვიან, რომ ეს არის რუსული კანონპროექტი თუ მაინც იტყვიან, კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ ამერიკაში ყოფილა ეს რუსული კანონმდებლობა და ჩვენ რაღას გვერჩიან.
მე ვარ შეშფოთებული ამდენი უსაფუძვლო შეშფოთებების გამო. იმიტომ რომ არ შეიძლება არ გქონდეს წაკითხული კანონპროექტი და ისე საუბრობდე, რომ ეს დაარღვევს ადამიანის უფლებებს. როცა წაიკითხავ კანონპროექტს, იქ საერთოდ სიტყვა არ წერია შეზღუდვაზე”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს