
ავტორი
Front News საქართველო
თუ ქვეყანა იქცევა და მაინც უნდა მიანიჭონ სტატუსი, ეს ლოგიკასთან კავშირში არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა ევროპარლამენტარების შეფასებების კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, სწორედ ამ ხალხმა აირჩია 9-ჯერ ეს ხელისუფლება.
“ამ განცხადებებიდან აბსოლუტური უმრავლესობა იყო უსაფუძვლო, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ისინი რეალურად ფიქრობენ და მტკიცებულებებიც აქვთ, რომ საქართველოში არის პრორუსული მთავრობა, ოლიგარქია, დემოკრატია უკან მიდის, ქვეყანა იქცევა და ამის ფონზე მაინც უნდა მიანიჭონ სტატუსი, ბუნებრივია, ეს ლოგიკასთან კავშირში არ არის.
კონტექსტი ამ განცხადებებისა არის ის, რომ მიუხედავად მათ კრიტიკული დამოკიდებულებებისა, საქართველო და ქართველი ხალხი იმსახურებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. თავისთავად ამ ქართველმა ხალხმა 9-ჯერ აირჩია ეს მმართველი ძალა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს