გურამ მაჭარაშვილი – თუ შენ შეურაცხყოფ მეფეებს, მიიღებ იმ პასუხს, რასაც იღებს ბატონი ბერძენიშვილი


ავტორი
Front News საქართველო
“ხალხის ძალის” წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ვინც “შეურაცხყოფს იმ წმინდანებს, მეფეებსა და ტრადიციებს, რომელსაც საზოგადოება პატივს სცემს, მიიღებს იმ პასუხს, რაც ბერძენიშვილმა მიიღო”.
“თუ შენ შეურაცხყოფ იმ ადამიანებს, იმ წმინდანებს, იმ მეფეებს, იმ ტრადიციებს, რომელსაც საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა პატივს სცემს და მერე შენ კიდე გინდა, რომ საჯარო სივრცეში ოპერირებდე, მიიღებ იმ პასუხს, რასაც იღებს ბატონი ბერძენიშვილი.
თუ ბერძენიშვილი კერძოდ მივა სადმე და ოჯახში რაღაცას იტყვის, იქ რაც უნდა ის ისაუბროს და რაზეც უნდა ისაუბროს, მაგრამ საზოგადოებასაც აქვს უფლება, რომ თავისი პოზიცია გამოხატოს, მათ შორის, კანონიერ ჩარჩოებში”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
15 იანვარს “ალტ-ინფოს” წევრებმა და მხარდამჭერებმა ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექციის ჩატარების შესაძლებლობა არ მისცეს.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს