გურამ მაჭარაშვილი – ვახტანგ გომელაური სამინისტროდან ეტყვის რადიკალურ ოპოზიციას, რომ არ გადადგება


ავტორი
Front News საქართველო
ნაცვლად იმისა, რომ რადიკალურ ოპოზიციას შს მინისტრისთვის მწვავე კითხვები დაესვა და პასუხები მოესმინა, თქვეს, რომ ვახტანგ გომელაურისგან თანამდებობიდან მისი გადადგომის გარდა, სხვა პასუხები არ აინტერესებთ. ამისთვის პარლამენტში შს მინისტრის მოსვლა საჭირო არ არის, რადგან მათ სამინისტროდან ეტყვის, რომ არ გადადგება, ვინაიდან ამის არგუმენტი არ არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.
დეპუტატის თქმით, გუშინდელ რიგგარეშე სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, შს მინისტრის მოსმენა არ გამართულიყო.
“საზოგადოებამ დაინახა, რომ ვახტანგ გომელაურს არ მისცეს საშუალება, კითხვებზე პასუხები გაეცა. „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება შემოდგომაზე კიდევ ერთხელ დაუდასტურებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ძლიერად ვერასოდეს იქნება”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს