
ავტორი
Front News საქართველო
ვის რაში სჭირდება “ნაციონალური მოძრაობის” მანდატები საკრებულოში ან პარლამენტში და მით უმეტეს, ოფისი? თუ ხაბეიშვილს ჰგონია, რომ მათ მანდატებს რაიმე წონა აქვს, ძალიან ცდება, – ამის შესახებ მოძრაობა “ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
“ის თუ იცის, რომ არაფერი ღირს, არაფერს ვის სთავაზობს? ხაბეიშვილმა თავმჯდომარეობა არასერიოზულობით დაიწყო, რაც მოსალოდნელიც იყო. მან აღიარა, რომ არის მერაბიშვილ-კეზერაშვილი. პარტიის დაშლა დაწყებულია და ოპოზიცია 2024 წლის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, რათა ჩაანაცვლოს ეს ძალა. ლევან ხაბეიშვილი არ არის სერიოზული – პარტიაში მივიდა და ცარიელი ოფისი დახვდა, მას სერიოზულად არავინ აღიქვამს. ამბობენ, რომ ამ პარტიაში გაიმარჯვა არაფორმალურმა მმართველობამ. არაფორმალურ მმართველობას ქვეყანაში ეძებდნენ და საკუთარ პარტიაში მიიღეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების სანაცვლოდ მზად არის, დათმოს მანდატები პარლამენტში, საკრებულოებში და პარტიის ოფისი ბიძინა ივანიშვილს გადასცეს.
თაგები:
გურამ მაჭარაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს