გურამ ოქროპირიძე - მნიშვნელოვანი ვიზიტია, რომელიც ხელს შეუწყობს მოკლე ვადებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას


ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაცია "ფიდელიტასი" თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რის ფარგლებშიც მემორანდუმი გაფორმდა და ერთობლივი პროექტები დაიგეგმა, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მემორანდუმის ფარგლებში უკვე დაიგეგმა კონკრეტული პროექტები, რომელიც ერთობლივად განხორციელდება
"ფიდელიტასი" ყველაზე დიდი ახალგაზრდული ორგანიზაციაა უნგრეთში, მნიშვნელოვანი ვიზიტია, რომელიც ხელს შეუწყობს მოკლე ვადებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებას. მემორანდუმის ფარგლებში უკვე დაიგეგმა კონკრეტული პროექტები, რომელსაც ერთობლივად განვახორციელებთ", - განაცხადა ოქროპირიძემ.
უნგრეთის მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის "ფიდელიტასი" დელეგაციის ვიზიტი თბილისში 16-19 ივნისს იმართება.
დელეგაციას ორგანიზაციის პრეზიდენტი იშტვან მოჰაჩი ხელმძღვანელობს.
ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა შედგა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციასთან. ასევე, პარტიების ახალგაზრდულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მნიშვნელოვანი გზამკვლევია ერთობლივი ინიციატივების განსახორციელებლად.
შეხვედრები გაიმართება საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოშიც.
თაგები:
გურამ ოქროპირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს