
ავტორი
Front News საქართველო
“პირდაპირ ეთერში რომ დაარბიეს იმედი, ხელყუმბარა რომ შეაგდეს მაესტროში, თეფშებს რომ აყადაღებდნენ და ბიძინა ივანიშვილის მეცხრე არხის ტექნიკას დასდევდნენ, მერე რომ გადავაგდეთ მიშა და ეს ხალხი წამოჯდა მედიებში, იქიდან დედას იგინებოდა, რევოლუციებს აანონსებდნენ და რაც მოესურვებოდათ, იმას ამბობდნენ, ეგაა მედიის თავისუფლების შეზღუდვა?”- ამის შესახებ ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გადაარჩინა მიშას რეპრესიული აპარატისგან.
სისტემური წამება, ციხეში გაუპატიურება, ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევა, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა (თუ საპროტესტო აქციაზე გნახავდნენ შენ ოჯახის წევრებს ხსნიდნენ სამსახურებიდან), ტოტალური კონტროლი, საკუთრების უფლების ხელყოფა, აი ეს ის ზოგადი ჩამონათვალია, რაც მანიაკი მიშას დროს ხდებოდა. ეს შეცვალა ივანიშვილმა და ამას შეებრძოლა.
ჰო მედიის თავისუფლება გამომრჩა, პირდაპირ ეთერში რო დაარბიეს იმედი, ხელყუმბარა რო შეაგდეს მაესტროში, თეფშებს რო აყადაღებდნენ და ბიძინა ივანიშვილის მეცხრე არხის ტექნიკას დასდევდნენ, მერე რო გადავაგდეთ მიშა და ეს ხალხი წამოჯდა მედიებში, იქიდან დედას იგინებოდა, რევოლუციებს აანონსებდნენ და რაც მოესურვებოდათ, იმას ამბობდნენ, ეგაა მედიის თავისუფლების შეზღუდვა?
ეგრე არ გამოვა, ნეოკოლონიალიზმი ვერ განხორციელდება, ვერ დაგვაჯერებთ იმას რაც ტყუილია”- წერს გური სულთანიშვილი.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს